სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამ წუთებში სიმფეროპოლის აეროპორტში ბომბს ეძებენ

ამ წუთებში სიმფეროპოლის აეროპორტში სამართალდამცველები ეძებენ მანქანას, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობაა დამონტაჟებული, – ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება. შენობიდან და მიმდებარე ტერიტორიიდან ევაკუირებული არიან მგზავრები. შეჩერებულია რეისები მოსკოვისა და რიგის მიმართულებით.

საერთო ჯამში, ევაკუირებული მგზავრების რიცხვმა 2 ათასს გადააჭარბა. აეროპორტი უკრაინის შინაგანი ჯარის დანაყოფებითაა ალყაშემორტყმული.

როგორც სააგენტო იტყობინება, ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს აეროპორტის მთავარი შენობის წინ მდგარ ერთ–ერთ ავტომობილში ასაფეთქებელი მოწყობილობაა ჩამონტაჟებული, მოსკოვის დროით 15.00 საათზე შევიდა. ადგილზე გამნაღმველები და კინოლოგები მუშაობენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100