სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს განცხადება

აჭარაში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი საგანგებო შტაბი დღეს 11:00 საათზე ოპერატიულ თათბირს გამართავს.

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე სტიქიის ზონაში არსებული მდგომარეობის და მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოისმენს. სტიქიის ზონაში იმყოფებიან შინაგან საქმეთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის სამინისტროების, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო სამსახურები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებდნენ მუშაობას. აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები.

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო, სტიქიის ზონაში განვითარებული მოვლენებისა და მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას დღევანდელი თათბირის დამთავრებისთანავე გაავრცელებს.

21 სექტემბერს, აჭარის რეგიონში, ძლიერი წვიმისა და ქარიშხლის შედეგად, მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი ხაზები, რამდენიმე მონაკვეთზე დაზიანდა ბუნებრივი აირის მილები, მოგლეჯილია ხეები. ძლიერმა ქარმა დააზიანა საცხოვრებელი სახლების სახურავები. წვიმის შედეგად ხელვაჩაურსა და ქობულეთში მეწყრული მოვლენები დაფიქსირდა. ბათუმსა და ქობულეთში დაიტბორა ცენტრალური ქუჩები და გარეუბნები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100