სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მანქანის ბორბლებქვეშ მოხვედრილი სტუდენტი სასწაულებრივად გადარჩა (ვიდეო)

ნოვოსიბირსკში ავტოავარიის შედეგად ერთბაშად ხუთი ავტომობილი დაზიანდა. ავტოავარია იმდენად ძლიერი იყო, რომ ორი ადამიანი ადგილზევე დაიღუპა, რამდენიმე კი მძიმედ დაშავდა, თუმცა, ყველაზე მეტად სწორედ იმას გაუმართლა, ვინც ერთი შეხედვით, ყველაზე გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდა“ როგორც „ლაიფნიუსი“ იტყობინება, სტუდენტი, რომელიც „სუბარუს“ ბორბლებქვეშ აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც ნაავარიევი ავტომანქანის (სადაც თვითონ იჯდა) სალონიდან გადმოვარდა და პირდაპირ სავალ ნაწილზე აღმოჩნდა, სადაც მას იაპონურმა მსუბუქმა ავტომანქანამ გადაუარა.

„როცა გონს მოვედი, მივხვდი, რომ ასფალტზე ვიწექი და ზედ მადგა რამდენიმეტონიანი მანქანა. ტკივილიც ამის გააზრების შემდეგ ვიგრძენი და ყვირილით ვითხოვდი შვებას. მერე მოვიდნენ და ბორბლებიდან გამომიყვანეს“, - ამბობს ახალგაზრდა, რომელიც ამ საშინელ ავარიას მხოლოდ ტვინის მსუბუქი შერყევითა და დაჟეჟილობით გადაურჩა.

div.lifenews_ru a:hover{color:red !important}nullСмотреть на Lifenews.ru

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100