"განრისხებული დედოფალი შვილს გვირგვინის გარეშე ტოვებს" - ახალი სკანდალი ინგლისის სამეფო კარზე
დედოფალი ელიზაბეტი ტახტს საკუთარ შვილიშვილს პრინც უილიამს უთმობს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. ელიზაბეტ მეორე გვირგვინზე უარს ოფიციალურად, პრინცესა დიანას გარდაცვალების 20 წლის თავზე განაცხადებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება დედოფალმა მას შემდეგ მიიღო, რაც გასულ თვეს მისი ვაჟი ჩარლზი და რძალი კამილა სკანდალში გაეხვნენ. საუბარია შეძლებისდაგვარად ჩახშულ ხმაურზე, რომელიც ავსტრალიელი ბიზნესმენის საიმონ დორანტე-დეის განცხადებას მოჰყვა. ბიზნესმენის თქმით ის კამილასა და ჩარლზის უკანონო შვილია და ამის დნმ-ის ანალიზით დამკტიცებას ითხოვს.
ნორანდე 50 წლისაა და აცხდებს, რომ ის სამეფო ოჯახის მოსამსახურეებს ბებიამ და ბაბუამ, დედოფალმა ელიზაბეტმა და პრინცმა ფილიპმა მიაშვილეს. ამ გზით 50 წლის წინ დედოფალმა და მისმა მეუღლემ ტახტის მემკვიდრე ჩარლზი სკანდალისგან იხსნეს.
ვინც ჩარლზისა და კამილას სიყვარულის ისტორია არ იცით გეტყვით, რომ ინგლისის პრინცსა და მეღვინის ქალიშვილს ერთმანეთი ადრეულ ასაკში შეუყვარდათ და რომანიც გააბეს. დედოფალმა სარძლო დაიწუნა და ჩარლზს დიანა სპენსერი შერთო ცოლად. პრინცი კამილასთან ურთიერთობას ქორწინების შემდეგაც არ წყვეტდა და ამ ამბავს ბევრი სკანდალი ახლდა თან. წყვილს 30 წლის განმავლობაში უყვარდათ ერთმანეთი და დიანას გარდაცვალებიდან 10 წლის შემდეგ როგორც იქნა იქორწინეს.
ყველას ეგონა, რომ ჩარლზისა და კამილას სკანდალები მათი ქორწინების შემდეგ დასრულდა, მაგრამ უკანონო შვილის გამოჩენამ ეს ილუზია დაანგრია.
„დედოფალი დაიღალა საკუთარი შვილის მიერ შექმნილი პრობლემებით, ჩარლზისა და კამილას რომანმა არაერთხელ შეუქმნა სამეფო ოჯახს უსიამოვნო მდგომარეობა და ჩრდილი მიაყენა მათ იმიჯს. უკანონო შვილი ბოლო წვეთი იყო ელიზაბეტის სიბრაზის ფიალაში და აი დედოფალმა საკუთარ შვილს ტახტი წაართვა.
გარდა ამისა, სავსებით შესაძლებელია, ამ გზით ელიზბეტ მეორე სამეფო ტახტის დაცვას ცდილობდეს უკანონოდ შობილი მემკვიდრისგან. საიმონ დორანტე-დეი უფროსი შვილია და არავინ იცის რას იზამს დედოფლის გარდაცვალების შემდეგ ჩარლზი, რომელიც კამილას საკუთარ ჭკუაზე არაერთხელ გაუტარებია.
ტახტზე დიანას გარდაცვალების დღეს, 31 აგვისტოს უარის თქმა კი ალბათ ლედი დისთვის ბოდიშის მოხდის ფორმაა.“ - განაცხადა სამეფო ოჯახთან დაახლოებულმა პირმა ბრიტანულ გამოცემა ინსაიდერთან საუბრისას.
რაც შეეხება პრინც უილიამს, რომელსაც მეფობა მამის შემდეგ ეკუთვნოდა, ის ძალიან გაოცებულია.
„შოკშია, სულ სხვა გეგმები ჰქონდა, გეგმავდა შვილებთან მეტი დრო გაეტარებინა და მათი აღზრდის შემდეგ აეღო საკუთარ თავზე ქვეყნის მეთაურის მოვალეობები და მასთან დაკავშირებული ტვირთი“ - წერს ინსაიდერი.
ამბობენ ახალმა ამბავმა კამილა გააცეცხლა და როგორც სჩვევია ისევ ალკოჰოლს მიეტანაო.
ჯერ-ჯერობით უცნობია ამ ფაქტთან დაკავშირებით ოჯახის სხვა წევრებისა და გვირგვინის გარეშე დარჩენილი ჩარლზის აზრი. დედოფალი კი უკვე გადის კონსულტაციებს საკუთარ მრჩევლებთან, რათა გვირგვინის გადაცემის ოპტიმალურ მეთოდს მიაგნოს.
ასევე იხილეთ:
საბედისწერო ქალი კამილა და სამეფო კარის თამაშები მის გარშემო
„დედაშენმა საყვარლისგან გაგაჩინა“ - დედინაცვალი პრინც ჰარის დნმ-ის ანალიზის გაკეთებას სთხოვს
დედოფალ ელიზაბეტისა და პრინცი ფილიპის სიყვარულის ამბავი
პრინცესა დიანას ლუქები, რომლებიც დღემდე აღფრთოვანებას იწვევს მოდის ექსპერტებში
ჰერცოგინია ქეთრინის სილამაზის საიდუმლო, აი ასე იკლებს წონაში ინგლისის პრინცის მეუღლე
ინგლისის პრინცი ცოლს შორდება, ქალმა დუმილის სანაცვლოდ 350 მილიონი მოითხოვა
კომენტარი