სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჰერცოგინია ქეთრინის სილამაზის საიდუმლო, აი ასე იკლებს წონაში ინგლისის პრინცის მეუღლე

ინგლისის პრინც უილიამის მეუღლე ქეითი საზოგადოებას ყოველთვის ხიბლავს საკუთარი გარეგნობითა და გემოვნებით შერჩეული სამოსით. განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია ჰერცოგინიას მიერ მშობიარობების შემდეგ ზედმეტი კილოგრამებისგან უსწრაფესად გათავისუფლებამ. ქეითმა ორივე მშობიარობიდან ძალიან მოკლე დროში დაიბრუნა წვრილი წელი.

ჟურნალისტების შეკითხვას „როგორ ახერხებთ ასეთ კარგ ფორმაში ყოფნას“ ქეითმა ღიმილით უპასუხა „ჩემს შვილებს დავდევ, პატარებს დიდი ყურადღება სჭირდებათ“

თუმცა როგორც აღმოჩნდა ლამაზი სხეულის შესანარჩუნებლად ინგლისის მომავალი დედოფალი მხოლოდ შვილებთან ერთად სირბილს არ ჯედრება. ის კვირაში მინიმუმ ერთხელ ვარჯიშობს. მართალია მცირე დატვირთვით, მაგრამ ვარჯიში არც ორსულობისას შეუწყვეტია. ის სპეციალურად ორსულებისთვის განკუთვნილ ვარჯიშებს აკეთებდა. უფრო მეტიც მეორე ქალიშვილის შარლოტას დაბადების მეორე დღესვე დაუწყია ვარჯიში ინსტრუქტორთან ერთად.

გარდა ამისა ჰერცოგინია ხშირად მიმართავს დიუკანის დიეტასაც, რომელიც შემდგომში მდგომარეობს:

ნაბიჯი 1: შეტევის ფაზა

პირველი ნაბიჯი მენიუდან ნახშირწყლების სრული ამოღებაა.

უნდა მივიღოთ რაც შეიძლება მეტი პროტეინი – კვერცხი, თევზი, ხორცი, ზღვის პროდუქტები. დუკანი ამბობს, რომ ეს ძალიან მარტივია, იმიტომ რომ პროტეინი გვანაყრებს და შიმშილის გრძნობა აღარ გვაწუხებს. ეს ფაზა 2–დან 7 დღემდე გრძელდება (დამოკიდებულია რამდენი კილოგრამის დაკლება გსურთ).

ნაბიჯი 2: მგზავრობის ფაზა

ამ ეტაპზე პროტეინები ნაწილობრივ უნდა ჩავანაცვლოთ მწვანე ბოსტნეულით.

არჩევანი თქვენზეა, მიირთვით რომელი ბოსტნეულიც გინდათ და რა რაოდენობითაც გინდათ. მაგრამ აუცილებლად მიიღეთ პროტეინებიც. ამ ფაზაზე იმდენ ხანს გაჩერდით რომ სასურველ წონას მიაღწიოთ.

ნაბიჯი 3: შენარჩუნების ფაზა

ამ ეტაპზე კვების მენიუში ამატებთ პურს, ერთ პორცია ხილს და ყველს. კვირაში ორჯერ კი თქვენ შეგიძლიათ სადღესასწაულო სადილი მოაწყოთ და ნახშირწყლები მიიღოთ. ამ ეტაპზე რაც შეიძლება დიდხანს უნდა გაჩერდეთ, რათა ორგანიზმი შეეგუოს დაკარგულ კილოგრამებს და არ დაიწყოს სწრაფი მატება.

ნაბიჯი 4: მუდმივი სტაბილიზაცია

უბრუნდებით ჩვეულებრივი კვების რეჟიმს, არანაირი შეზღუდვა კვებაში. ერთადერთი რაც უნდა გააკეთოთ, კვირაში ერთი დღე უბრუნდებით შეტევის ფაზას და მიირთმევთ მხოლოდ პროტეინებს – კვერცხი, ხორცი, თევზი და ა. შ.

პ.ს. სტატიაში დუკანის დიეტის შემოკლებული და არასრული ვერსიაა მოყვანილი. იმისათვის, რომ დიეტა სწორად დაიცვათ და საკუთარ ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოთ, გირჩევთ შეიძინოთ პიერ დუკანის წიგნი, სადაც ამომწურავ ინფორმაციას გაიგებთ ამ დიეტის შესახებ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100