სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„დედაშენმა საყვარლისგან გაგაჩინა“ - დედინაცვალი პრინც ჰარის დნმ-ის ანალიზის გაკეთებას სთხოვს

ინგლისის პრინც ჰარის მეუღლე კამილა ბოულზი პრინცი ჰარისთვის დნმ-ს ანალიზის გაკეთებას ითხოვს. მომავალი მეფის მეუღლე დარწმუნებულია, რომ პრინცესა დიანამ უმცროსი ვაჟი საყვარლისგან გააჩინა.

აღნიშნული ჭორი ინგლისში არაერთხელ აგორებულა, ამბობდნენ და წერდნენ რომ დიანამ ჰარი ბრიტანელი სამხედრო პირისგან ჯეიმს ჰიუიტისგან გააჩინა. საზოგადოების ნაწილი ამტკიცებდა, რომ ჰარი ჯეიმსს უფრო ჰგავს ვიდრე ჩარლზს. (იხილეთ ფოტო) აღნიშნული ინფორმაცია იმდენად ფართოდ განიხილებოდა ჰიუიტს პრინცის მამობის საჯაროდ უარყოფაც კი მოუწია.

ისტორია თითქოს დავიწყებას მიეცა, მაგრამ კამილამ ეს ამბავი ისევ გაიხსენა, რადგან ჰარიმ დედინაცვალი გააბრაზა და ქალმა შურისძიება ამ გზით გადაწყვიტა.

როგორც ამბობენ ჰარისა და კამილას დაპირისპირება კეიტ მიდლტონის გამო მოხდა. მოგეხსენებათ ჰარის ძმის ცოლთან მეგობრული ურთიერთობა აქვს, კამილას კი უილიამის მეუღლე არ უყვარს.

საკუთარი პოზიციის მორიგი დაფიქსირებისას კამილა ბოულზს კეიტი ისევ გაუკრიტიკებია დაბალი წარმომავლობის გამო, რაზეც ჰარიმ დედინაცვალს მკვახედ მიუგო, რომ კეიტი უფრო მეფური ქალია ვიდრე ის. გერის ამ სიტყვებმა მომავალი დედოფალი საშინლად გაბრაზა და ძველი ჭორი გაახსენა.

„შენ საერთოდ არ ხარ სამეფო ოჯახის წევრი, მამაშენს მოვთხოვ დნმ-ს ანალიზი ჩაიტაროს და საბოლოოდ გაარკვიოს სიმართლე“-უთხრა კამილამ ჰარის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100