სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საბედისწერო ქალი კამილა და სამეფო კარის თამაშები მის გარშემო

მონიკა ლევინსკის სულ ტყუილად ეძახიან თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე საბედისწერო საყვარელს, სინამვილეში ეს სტატუსი კამილას ეკუთვნის, ქალს რომელმაც ბრიტანეთის სამეფო კარს არაერთი სადარდებელი გაუჩინა და ბოლოს მაინც მიაღწია საწადელს.

კამილა შანდი, რომელსაც საზოგადოება პირველი ქმრის გვარით პარკერ-ბოულზით უფრო იცნობს, უკვე 10 წელია რაც კორნვოლის ჰერცოგინიის სტატუსს ატარებს და დიდი ბრიტანეთის დედოფლობისთვის ემზადება.

ქორწილის დღეს სიძე უკვე 56 წლის იყო, პატარძალი კი 57-ის, თუმცა საკურთხეველთან მისასვლელად მათ დიდი ქარტეხილები გამოიარეს. ქორწინებამდე 30 წლის განმავლობაში უყვარდათ ერთმანეთი და ხვდებოდნენ ერთმანეთს მაშინაც კი, როდესაც ორივე მათგანი ქორწინებაში იმყოფებოდა.

ინგლისში ხუმრობენ გენების ბრალია ყველაფერიო, რადგან კამილას ბებია ელის კაპელი მეფე ედუარდ მეშვიდის საყვარელი გახლდათ.

„თქვენო უდიდებულესობავ, ბებიაჩემი ბაბუათქვენის საყვარელი იყო და ჩვენც ხომ არ გვეცადა?“ - ეს სიტყვები უთხრა კამილამ ჩარლზს, როდესაც პირველად შეხვდნენ ერთმანეთს პოლოს თამაშზე. ჩარლზმა სცადა და ვეღარც მოეშვა.

გოგონა სილამაზით არ გამოირჩეოდა და თითქოს არ ჰქონდა შანსი ინგლისის პრინცზე გათხოვების მსურველი ლამაზმანებისთვის კონკურენცია გაეწია, მაგრამ მას ჰქონდა ის რაც არ ჰქონდათ სხვებს, მსუბუქი, მხიარული, თავისუფალი ხასიათი და ემინსპაციის უნარი. ამ თვისებებით მას არაერთი მამაკაცი მოუხიბლავს და გამონაკლისი არც ინგლისის ტახტის მემკვიდრე გახლდათ.

კამილას გამოჩენის შემდეგ მუდმივად საკუთარ თავში ჩაკეტილი და სევდიანი ჩარლზი თითქოს გაიფურჩქნა. მათ საერთო ინტერესები ჰქონდათ და საათობით შეეძლოთ საუბარი.

შვილის არჩევანი არ მოიწყონა დედოფალმა ელიზაბეტმა, რადგან კამილას ჩარლზადე არაერთი რომანი ჰქონდა და მის ყოფილ საყვარლებს პრესისთვის პიკანტური დეტალების მოყოლა შეეძლოთ. გარდა ამისა ელისაბეტს არც კამილას წარმოშობა აკმაყოფილებდა, მართალია გოგონას არისტოკრატი დედა ჰყავდა, მაგრამ ეტყობა დედოფალს მისი ღვინის მწარმოებელი მამის სტატუსი არ მოუვიდა თვალში.

ჩარლზი ჯარში გაუშვეს, წასვლის წინ პრინცმა შეყვარებულს დედის გადაწყვეტილება გაანდო. მარტო დარჩენილი კამილა კი ძველ შეყვარებულს, სამხედრო პირს, ენდრიუ პარკერ-ბოულზს შეურიგდა და ცოლადაც მალევე გაჰყვა. ეს ქორწინება თავიდანვე ფარსი იყო, რადგან ენდრიუს კამილაში ყველაზე მეტად ის მოსწონდა, რომ ის პრინცის საყვარელი ქალი იყო. კამილასთვის კი ენდრიუ ხესაყრელი ვარიანტი გახლდათ მისი მექალთანეობის გამო, უფრო მარტივია უღალატო ქმარს, რომელიც იგივეს გამუდმებით აკეთებს.

ქალმა სწორად გათვალა, ქორწინება მისთვის პრინცთან რომანის გაგრძელების ხელისშემშლელი ფაქტორი არ გამხდარა, ისინი ისევ ხვდებოდნენ ერთმანეთს, თუმცა წლები გადიოდა და ჩარლზს ცოლის მოყვანის დრო დაუდგა.

პრინცის მშობლები, დედოფალი ელისაბეტი და ედინბურგის ჰერცოგი (პრინცი) ფილიპი ტახტის მემკვიდრეს დაოჯახებას სთხოვდნენ და დედამ სათანადო კანდიდატიც შეარჩია. დედოფლის რჩეული დიანა სპენსერი გახლდათ, რომელიც მოგვიანებით პრინცესა დიანად, ლედი დიდ, გულების პრინცესად და მილიონობით ადამიანის უსაყვარლეს არსებად იქცა. რაც არ უნდა გასაკვირი იყო დიანას კანდიდატურა თავად კამილამაც მოიწონა და ჩარლზს თავისი ცხოვრების ორი მთავარი ქალის, დედისა და საყვარლის მიერ შერჩეული ცოლი შერჩა ხელში. აღსანიშნავია ისიც, რომ ქორწინებამდე პრინცი დიანას უფროს დას, სარას ხვდებოდა, თუმცა დედოფალმა სარას ნაცვლად დიანა ისურვა რძლად.

დიანა ქორწილამდე ცოტა ხნისთ ადრე მიხვდა, რომ ჩარლზი ორმაგ თამაშს თამაშობდა, მაგრამ უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდა და 1981 წელს ინგლისის პრინცზე მაინც გათხოვდა. სიყვარული და ურთიერთგაგება არც ქორწინების შემდეგ მოსულა, მეორე ვაჟის ჰარის დაბადების შემდეგ კი დიანა და ჩარლზი ფაქტიურად დაშორდნენ ერთმანეთს, რადგან პრინცესა შვილებთან ერთად კენსინგტონის სასახლეში ცხოვრობდა, ჩარლზი კი ქალაქგარეთ ჰეიგროუს მამულში გადავიდა საცხოვრებლად.

პრინცს ქალაქგარეთ მიჰყვა კამილაც, რომელმაც ოჯახთან ერთად ბინა დაიდო ჩარლზის მამულიდან ათი წუთის სავალზე მდებარე სასახლეში. კამილას ქმარი ხშირად დადიოდა მივლინებებში, ამ დროს ჩარლზი შენიღბვის მიზნით ძველ, ნახევრად დანგრეულ მანქანაში ჯდებოდა და კამილასთან მიდიოდა. არც კამილა არ ერიდებოდა ჰეიგროუს მამულში ვიზიტებს და იქ ისე იქცეოდა როგორც დიასახლისი. საყვარლები მეგობრებისთვის წვეულებებსაც კი მართავდნენ და ახლო წრეში ურთიერთობას არც კი მალავდნენ.

ეს ყველაფერი კარგად იცოდა პრინცესა დიანამაც და კამილას ოფიციალურმა ქმარმა ენდრიუ პარკერ-ბოულზმაც. ენდრიუს ეს ყველაფერი დიდად არ ადარდებდა, რადგან თავადაც გამუდმებით ღალატობდა ცოლს, დიანასთვის კი ქმრის ღალატი ნამდვილი ტანჯვა იყო. პრინცესას ნერვიულობის ნიადაგზე ბულემია დაემართა და რამდენჯერმა სცადა თვითმკვლელობა.

დიანასთვის ბოლო წვეთი გახლდათ პრესაში ჩარლზისა და კამილას სატელეფონო საუბრის 6 წუთიანი ჩანაწერის მოხვედრა. მთელი ბრიტანეთი ფეხზე დააყენა ამ დიალოგმა, განსაკუთრებით შოკისმომგვრელი იყო ერთი მონაკვეთი.

-იმისათვის, რომ არასოდეს დაგშორდე მზად ვარ შენს შარვალში ჩავსახლდე - უთხრა პრინცმა საყვარელს ტელეფონში.

-და იცი რომ ამისათვის რაიმე სხვად მოგიწევს გადაქცევა? - ჰკითხა კამილამ

-მე ვამჯობინებდი გადავქცეულიყავი „ტამპონად“ - უპასუხა პრინცმა.

ამ დიალოგის გასაჯაროებამ ინგლისის ტახტის მემკვიდრეს მოუტანა ზედმეტსახელი „მისტერ ტამპონი“ მას მთელი მსოფლიო დასცინოდა. პრინცის სიტყვები ანეკტოდივით დადიოდა ხალხში, იცინოდა ყველა დიანას გარდა.

ამ სკანდალის შემდეგ ოჯახური იდილიის თამაშს აზრი აღარ ჰქონდა. განქორწინების გადაწყვეტილება პირველმა კამილამ მიიღო, ჩარლზს კი ასე მარტივად არ შეეძლო დიანასთან განშორება, მას რამდენიმე თვე მოუწია დედისგან ნებართვის მიღების ლოდინი, თუმცა ბოლოს დიანა და ჩარლზიც განქორწინდნენ.

საზოგადოებას კამილა სძულდა არაერთი მიზეზით, თუმცა მთავარი მიზეზი ის გახლდათ, რომ ხალხს სიგიჟემდე უყვარდა დიანა. 1997 წელს დიანას ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ კი კამილა კიდევ უფრო საძულველი და მიუღებელი გახდა ინგლისელებისთვის, რადგან ლედი დის ყველა უბედურების მიზეზს კამილაში ხედავდნენ.

ხალხის ანტიპათია კიდევ უფრო მეტად მიუღწეველს ხდიდა ჩარლზისა და კამილას ოცნებას დაქორწინებაზე, თუმცა 30 წლიანი ბრძოლის შემდეგ კამილა ბუკინგემის სასახლემდე მაინც მიუშვეს.

2000 წელს ინგლისის პრინცის მთავარი სიყვარული ოფიციალურად წარუდგინეს დედოფალ ელიზაბეტს. 4 წლის შემდეგ წყვილი პირველად გამოჩნდა საზოგადოებაში ერთად და 2004 წლის დეკემბერში ჩარლზმა დედისგან კამილაზე დაქორწინების ნებართვა მიიღო, 10 თებერვალს წყვილი დაინიშნა, 2005 წლის 9 აპრილს კი იქორწინეს.

კამილამ საწადელს მიაღწია, მაგრამ სკანდალებს მაინც ვერ ეშვება. მას არ უყვარს და არასაჯაროდ ხშირად აკრიტიკებს ინგლისის პრინც უილიამის მეუღლე ქეითს. სულ ცოტა ხნის წინ კი პრინც ჰარისთან მოუვიდა უსიამოვნება და პატარა უფლისწულს მიახალა დედაშენმა საყვარლისგან გაგაჩინაო.

ქმრის ოჯახთან უთანხმოება კამილას ერთადერთი პრობლემა არ გახლავთ, ერთი წლის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩარლზი მას შორდებოდა, რადგან ქალი ალკოჰოლს ეტანება, კამილა კი განქორწინების შემდეგ დუმილის სანაცვლოდ 350 მილიონს ითხოვდა.

ასევე იხილეთ:

"განრისხებული დედოფალი შვილს გვირგვინის გარეშე ტოვებს" - ახალი სკანდალი ინგლისის სამეფო კარზე

ტახტის მემკვიდრეებისთვის შეუფერებელი ლამაზმანები, რომლებიც პრინცესები გახდნენ

რა ქონებას ფლობდა ლედი დი? ჟურნალისტებმა მისი ანდერძი ჩაიგდეს ხელში და...

მსოფლიოს ყველაზე სიმპატიური პრინცები და ქართველი უგო ბაგრატიონი

იორდანიის პრინცესას სილამაზემ მსოფლიო აალაპარაკა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100