სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტახტის მემკვიდრეებისთვის შეუფერებელი ლამაზმანები, რომლებიც პრინცესები გახდნენ

სილამაზე ან ქალური ხიბლი, საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩენა და იღბალი. აი სწორედ ეს ფაქტორები გახლავთ საჭირო იმისათვის, რომ ყველა დროის ყველა ქალის ოცნება აიხდინოთ და გახდეთ პრინცესა. არ გჯერათ? მაშინ გადავხედოთ ისტორიას.

ლეტისია ორტის როკასალანო - ტელეწამყვანი, რომელმაც ასტურიის პრინცესას ტიტული მხოლოდ ლამაზი თვალების გამო მიიღო. გოგონა მედდისა და ტაქსისტის ოჯახში დაიბადა და მსგავსი ტიტულის მისაღებად არანაირი საფუძველი არ ჰქონდა, თუმცა ლეტისიას სილამაზემ პრინცი ფილიპი ისე მოხიბლა, რომ დანახვისთანავე შეუყვარდა და ცოლადაც შეირთო. სამეფო ოჯახი რათქმაუნდა წინააღმდეგი გახლდათ, მათთვის შეუფერებელ წარმომავლობასთან ერთად ლეტისია განათხოვარიც იყო, თუმცა ის ფაქტი, რომ ლეტისიას პირველ ქმართან ჯვარი არ ჰქონდა დაწერილი მისი და პრინც ფილიპის სიყვარულს დადებითად გამოადგა, კათოლიკურმა ეკლესიამ ფილიპს საყვარელი ქალის ცოლად მოყვანა არ აუკრძალა.

კენდი სპირსი - მდიდარი მუსულმანური კლანის პრინცის რაჰიმ აღა ხანის მთავარი სიყვარულია. ამერიკელი ტოპ მოდელი, პრინცზე 17 წლით უმცროსია, სიყვარულის გამო მან სარწმუნოება შეიცვალა, თამამ ფოტოსესიებსაც შეეშვა და დღეს ის ტახტის მემკვიდრის ცოლია.

რიტა ჰეივორდი - ჰოლივუდის ქალღმერთი არამხოლოდ კინოვარსკვლავი არამედ პერსიის პრინცესაც გახლდათ. ხმაურიან რომანებს და სკანდალურ იმიჯს რიტასთვის ხელი არ შეუშლია, ჰოლივუდის მონტე-კრისტოდ წოდებული ედ ჯადსონისა და რეჟისორ ოსკარ უელსის შემდეგ რიგით მესამე ქმრად თვით პერსიის პრინცი აერჩია.

გრეის კელი - ჰოლივუდის კიდევ ერთი ლამაზმანი, რომელიც პრინცესას ტიტულის მფლობელი გახდა. მონაკოს პრინც რენე მესამეს მოხიბვლა მან კანის კინოფესტივალზე მოახერხა.

უოლის სიმპსონი - ის მსოფლიოს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე საბედისწერო ქალად ითვლება. ამბობენ, რომ არც ლამაზი იყო, არც მოკრძალებული, თანაც არაერთხელ განათხოვარი, თუმცა მისი თანამედროვეობის ყველაზე სასურველ მამაკაცს თავი მაინც შეაყვარა. უფრო მეტიც სწორედ უოლისის გამო თქვა ინგლისის პრინცმა ედვარდმა სამეფო ტახტზე უარი. 1936 წელს ედვარდი უკვე მეფე იყო, თუმცა გვირგვინი უმცროს ძმას დაუთმო და უოლისზე იქორწინა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100