დღის „ფეისბუქ-სტატუსი“ - ჩხრეკისას - ჰეროინი, სისხლში - მორფინი! – 17.11.2012.

Goga Khachidze
!!!
უნდა ვიცნობდეთ ოცნების "გმირებს"

თენგიზ გუნავას საქმესთან დაკავშირებით, ახალი დეტალები გაირკვა.
ყველა ეს ინფორმაცია ოფიციალურად დევს საქმეში .
იურისტებთან კონსულტაცია გავიარე და ამის შემდეგ მინდა გაცნობოთ:

თენგიზ გუნავას დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდნენ:

დეტექტივ-გამომძიებელი მირიან თოფურია
დეტექტივ გამომძიებელი თედო შონია
ბესიკ შარაშენიძე
ნიკა არგანაშვილი
ნიკოლოზ შატაკიშვილი
გიორგი ბლიაძე
(წინასწარ უკაცრავად, თუ მცირე უზუსტობა გამეპარა სახელ-გვარებში)

ახლა კი საინტერესო დეტალი: დაკავებულ თენგიზ გუნავას ოფიციალურად აქვს ორი იარაღის შენახვისა და ტარების უფლება, ჰეკლერკოხის და პსმ-ის.
ზემოთ მოხსენიებულმა "პატივცემულებმა" ჩაუდეს და შემდეგ ამოაცალეს 1951 წელს გამოშვებული "ძუნძგლიანი" მაკაროვი.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი:

თენგიზ გუნავას ჩხრეკისას "ამოუღეს" ჰეროინი, ხოლო სისხლში "აღმოუჩინეს" მორფინი.
აი ასეთი მრავალფეროვანი ნარკომანული ცხოვრება ჰქონია თურმე გუნავას.

დასკვნები თქვენთვის მომინდვია.

კომენტარი