სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ფეისბუქზე“ „ქართულ ოცნებას“ 27 მაისის თავშეყრის ადგილის დასახელება „შეუსწორეს“

„ფეისბუქზე“ დილიდან ვრცელდება და მოთხოვნადია ფოტოკოლაჟი, სადაც თბილისში „თავისუფლების მოედანი“ ჯერ კიდევ იმ დროშია გამოსახული, როცა იქ ვ. ი. ლენინის ძეგლი იდგა. ფოტოს თან ახლავს მოწოდება, რომელსაც ბოლო დღეებში აქტიურად ავრცელებს პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“, თუმცა, მოწოდების ტექსტის ორიგინალში ორი სიტყვა „თავისუფლების“ და „ქართული“ შეცვლილია, შესაბამისად, სიტყვებით „ლენინის“ და „საბჭოთა“. საბოლოოდ კოლაჟის მოწოდება ასე ჟღერს:

„27 მაისს, ყველანი ლენინის მოედანზე! ერთად ავიხდინოთ საბჭოთა ოცნება!“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100