სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

4 წლის ჩინელი, რომელსაც ყვითელი პრესა „ორსულ ბავშვად“ იხსენიებდა, თავს კარგად გრძნობს

ამ პატარა გოგონას ჯერ კიდევ ზაფხულში ყვითელი პრესა „4 წლის ორსულ გოგონად“ მოიხსენიებდა - მისი ავადმყოფობის დამადასტურებელი ფოტოთი, რომელიც იუნქსინგ ჰუს მშობლებმა ინტერნეტში სულ სხვა მიზნით გამოაქვეყნეს, ბევრმა სენსაციის მოყვარულმა იხეირა.

ბავშვის მშობლებმა 8 თვის ასაკში შეამჩნიეს, რომ მას მუცელი ებერებოდა, მაგრამ თავდაპირველად ამისთვის დიდი ყურადღება არ მიუქცევიათ. მოგვიანებით ექიმებს მიმართეს, მაგრამ მათ მხოლოდ მხრები აიჩეჩეს. 4 წლის იუნქსინგი კი ისე გამოიყურებოდა, როგორც ორსული ქალი მშობიარობის წინ: 99 სმ სიმაღლის ბავშვის მუცლის გარშემოწერილობა ამ დროს 105 სმ-ს აღწევდა. ბავშვები მასთან თამაშზე უარს ამბობდნენ და დასცინოდნენ კიდეც.

გოგონას მამა, რომელიც თვეში მხოლოდ 160 დოლარს გამოიმუშავებდა, შემოსავალს მთლიანად ექიმებისთვის ხარჯავდა, მაგრამ ბავშვს უკეთესობა არ ეტყობოდა. უკეთესობას ვინ ჩივის, დიაგნოზიც კი ვერ დაუსვეს. მაშინ სასოწარკვეთილმა მშობლებმა შვილს ფოტოები გადაუღეს და ინტერნეტში გამოფინეს. მშობლები იმედოვნებდნენ, რომ ამ გზით გაიგებდნენ დიაგნოზს და შეაგროვებდნენ თანხას, რომელიც ძვირადღირებული ოპერაციისთვის იქნებოდა საჭირო. ბავშვს გაუმართლა: მისი ფოტოები ერთმა ცნობილმა, პეკინელმა სპეციალისტმა ბლოგების მეშვეობით ნახა.

აღმოჩნდა, რომ ექიმ ბიან ჩეს ერთხელ უკვე ჰქონია მსგავსი შემთხვევა პრაქტიკაში. ბადა-ქიარის სინდრომი - ასე ჰქვია ამ უიშვიათეს დაავადებას და მას იმ ვენების ტრომბოზი იწვევს, რომლებიც ღვიძლიდან გამოსულ სისხლს ატარებენ. ტრომბოზი ამ ვენების ბლოკირებას იწვევს, ეს კი სითხის დაგროვების მიზეზი ხდება. გოგონას მუცლიდან სითხე ამოუღეს, მერე კი ოპერაცია ჩაუტარეს.

-ის სწრაფად მომჯობინდა, - გახარებული იყო ბავშვის მამა, - მას ისევ ჰყავს მეგობრები და უხარია, რომ მალე შეძლებს ველოსიპედით სეირნობასა და ცურვას. მაგრამ ყველაზე მეტად ჩემს პატარას ცეკვის სწავლა სურს...

მომზადებულია ნიუსქეი.რუ-ს მიხედვით

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100