ლაგოდეხში, მსხალგორის ეკლესიაში ღვთისმშობლის ხატს, მეოთხე დღეა, სისხლი სდის

რამდენიმე წუთის წინ „თავისუფალი საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი მოსიაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე სკანდალური ფოტოები და ინფორმაცია გაავრცელა. „დრონი.ჯი“ უცვლელად გთავაზობთ მათ:

„ესაა სასწაული,რომელიც ალბათ არავის აქვს ნანახი ამ დრომდე, მე ასეთი სასწაული არ მქონდა ნანახი...ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალგორში მდებარე წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში ღვთისმშობლის ხატს სისხლი სდის! ესაა სასწაული,ეს სისხლდენა დაეწყო რამოდენიმე დღის წინ,9 აპრილს...თვითონ ეკლესიის მსახურნი იძახიან, რომ მსგავსი არაფერი უნახავთ..ესაა უჩვეულო სასწაული, ხატს თვალებიდან სდის სისხლი...“

გიორგი მოსიაშვილმა ისიც დაწერა, რომ ამ მოვლენის ამსახველი ვიდეო თავად გადაიღო და მალე მასაც ატვირთავს.

ფაქტი ნეკრესის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე სერგიმაც დაადასტურა. იგი მომხდარს სასწაულს უწოდებს და ამბობს, რომ ხატზე სისხლის დინება მრევლმა ერთი კვირის წინ შეამჩნია.

კომენტარი