სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯონ ბასი: ბრალდებები საზოგადოებისთვის ხელმისწავდომი ფაქტებით უნდა იყოს გამყარებული

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, ჯონ ბასმა ჟურნალისტებს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომ ნებისმიერი ბრალდება, რომელიც კეთდება წინასაარჩევნოდ და უკავშირდება ძალადობის გამოყენების შესაძლებლობას ან მის წინასწარმეტყველებას, საჭიროებს ყურადღების მიქცევას.

"ჩვენ ყველა მხარესთან ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ არ არის ძალადობის ადგილი კონკურენტულ საარჩევნო ციკლში. მოვუწოდებ ყველა მხარეს, პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ საკითხს, რაც გულისხმობს, რომ არ ისაუბრონ ისეთ ბრალდებებზე, რომელებიც არ იქნება ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ფაქტებით გამყარებული", - განაცხადა ჯონ ბასმა.

პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" წევრმა, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ რამდენიმე დღის წინ, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ დასავლეთ საქართველოში ხელისუფლება შეიარაღებულ ფორმირებებს აყალიბებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100