ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმებასთან დაკავშირებით კონტროლის პალატამ განმარტება გააკეთა

როგორც კონტროლის პალატამ "ჯეონიუსს" აცნობა, პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურში მიმდინარეობდა ადმინისტრაციული წარმოება, ფიზიკური პირის ბიძინა ივანიშვილის მიერ, პირადი ანგარიშიდან ააიპ "ქართულ ოცნების“ პოლიტიკური გუნდის წევრთა უკანონო დაფინანსების ფაქტზე.

კონტოლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, დაფინანსების საერთო ოდენობა შეადგენდა 406 525 ლარს.

"საქმის შესწავლის შედეგად დადგინდა 272.597 ლარის ოდენობის უკანონო დაფინანსების ფაქტი იმ პირებთან მიმართებაში, რომელთა პოლიტიკური აქტივობა დადასტურებული და დაკავშირებული იყო ააიპ "ქართული ოცნების“ პოლიტიკურ და საარჩევნო მიზნებთან.

უკანონო პოლიტიკური დაფინანსების ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მ/წ 16 მარტს დაჯარიმდა ფიზიკური პირი ბიძინა ივანიშვილი უკანონო დაფინანსების 272.597 ლარის, ათმაგი ოდენობით",-ნათქვამია კონტროლის პალატის მიერ გავცელებულ განცხადებაში.

კომენტარი