ლალი მოროშკინა მკითხველებს „არაჩანგლურ გარემოში“ შეხვდება

დღეს, 24 თებერვალს, 19:00 საათზე, წიგნის მაღაზია "დიოგენეში" გაიმართება მწერლისა და ჟურნალისტის, ლალი მოროშკინას შეხვედრა მკითხველთან.

საღამოზე დასწრება თავისუფალია.

ჟურნალისტი და მწერალი ლალი მოროშკინა არის რამდენიმე ბესტსელერის ავტორი: "მე, პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონი", "უსექსობა პატარა ქალაქში", "ყველა კაცი იდიოტი არ არის, ანუ როგორ გავთხოვდეთ".

კომენტარი