სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქსენია სობჩაკმა სკანდალური ვიდეორგოლი გადაიღო და ფსბ-პუტინის ტანდემი გაამასხარავა (ვიდეო)

„მე ხმას ვაძლევ იმიტომ რომ...“ - ამ საერთო დასაწყისით რუსეთის ტელევიზიით უამრავი ვიდეორგოლი გადის, სადაც კამერის წინ მდგარი ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი რუსები ხსნიან, რის გამო უჭერენ მხარს ვლადიმირ პუტინის კანდიდატურას. ერთ მსგავს ვიდეორგოლში ტელეწამყვანი ქსენია სობჩაკი გამოჩნდა, რომლის ჩანაფიქრი მხოლოდ რგოლის ბოლოსკენ ხდება ცნობილი.

პუტინის მხარდამჭერი ტექსტის შემდეგ კადრს მიღმა ისმის ხმა: „ნორმალურია“, მერე კი კადრი უკან იწევს და სობჩაკის ორივე მხარეს იარაღმომარჯვებული ფსბ-ს ნიღბიანი თანამშრომლები ჩნდებიან. სავარაუდოდ, ფსბ-ს ჩიბნოსნის განმსახიერებელი კი სობჩაკთან მიდის, მას პირს ე.წ. სკოჩით უკრავს, მერე კი ჩანაწერის ხარისხს ამოწმებს.

ქსენია სობჩაკი ოთახიდან გაჰყავთ, კურატორი კი ამბობს: „მშვენიერია! მოათრიეთ ვენედიკტოვი! რა, აქ დილამდე ხომ არ ვიქნებით?“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100