სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წევრებმა ერთმანეთი ცემით დაალურჯეს

"რამდენიმე დღის წინ "მშვიდობის ხიდთან" ინციდენტი მოხდა, რომლის დროსაც ახალგაზრდული ფრთის წევრმა გიორგი თოფურიამ და მისმა მეგობრებმა თანაგუნდელი გიორგი აფხაიძე ცემეს. ამ უკანასკნელს თვალზე სილურჯე ახლაც ეტყობა" – განუცხადა "ივერონს" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა, რომელმაც ანონიმად დარჩენა ისურვა.

მისივე ინფორმაციით, ახალგაზრდულ ორგანიზაციაში დაპირისპირება თავმჯდომარეობისთვის ბრძოლას უკავშირდება.

"ივანიშვილის პოლიტიკური კოალიციის პრეს-სპიკერმა, პარტიის საინიციატივო ჯგუფის წევრმა მაია ფანჯიკიძემ განგვიცხადა, ახალგაზრდულის ლიდერს არ დაგინიშნავთ, თავად შეარჩიეთო და დაიწყო ხოცვა-ჟლეტა. პიკზეა დაპირისპირება საზღვარგარეთიდან ჩამოსულ ცოტნე ზურაბიანსა და დათო ფაცაციას შორის, ამ უკანასკნელს კი ზურგს მისი მეგობრები მიშა მესხი და ლევან ჩიტაძე უმაგრებენ, რომლებიც ასევე თავმჯდომარეობის კანდიდატებად განიხილებიან. ცოტნე ზურაბიანი თვითგამოცხადებული ლიდერია და ცდილობს, ახალგაზრდული ფრთა საკუთარი კადრებით შეავსოს. სხვები ამას ეწინააღმდეგებიან. ეს მდგომარეობა უკვე 2 თვეა, გრძელდება~, - აღნიშნა "ივერონის" წყარომ.

მისივე ინფორმაციით, ~ქართული ოცნების~ ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარის პოსტზე ასევე დაჩი ცაგურიას კანდიდატურა განიხილება, თუმცა მას თანაგუნდელების მხარდაჭერა ფაქტობრივად არ აქვს.

"ზურაბიანის კანდიდატურას პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" საინიციატივო ჯგუფის წევრი, ადვოკატი ზაქარია ქუცნაშვილი ლობირებს, ჩიტაძესა და ფაცაციას – ადვოკატი ეკა ბესელია და პარტიის საინიციატივო ჯგუფის წევრი ირაკლი სესიაშვილი, დაჩი ცაგურიას – "რესპუბლიკელი" თინა ხიდაშელი, რომელსაც ივანიშვილის პოლიტიკური კოალიციის "დედოფლად" მოიხსენიებენ" – აღნიშნა ახალგაზრდული ორგანიზაციის ანონიმმა წევრმა.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100