სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსი ოკუპანტების მობილიზება ხურვალეთში - შეიარაღებული ფორმიანები მთის ფერდობზე გამოჩნდნენ (ვიდეო)

შიდა ქართლში ოკუპანტები გამოჩნდნენ - რუსი ე.წ. სამხედროების მობილიზება სოფელ ხურვალეთთან შეინიშნეს. კადრებს ანტისაოკუპაციო მოძრაობა ავრცელებს.

ვიდეო მასალაში შეიარაღებული ფორმიანები მთის ფერდობზე ჩანან, ზუსტად იმ ადგილზე, სადაც ცოტახნით ადრე უკანონო კონსტრუქციები აღმართეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში "პირველებს" უთხრეს, რომ „რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომდგენლები პერიოდულად ახორციელებენ უკანონო სამხედრო გადაადგილებას ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში”.

ლილუაშვილის უწყებაში აღნიშნეს, რომ საკითხსა IPRM-ის შეხვედრის ფორმატში დააყენებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100