სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თუ ზურაბიშვილის შეწყალებას მოაწერს ხელს, მიუჯდება "ვივა მედში" სააკაშვილს - მაჭარაშვილის მუქარა

"ოცნების" დანაყოფი სალომე ზურაბიშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქად გამოცხადებამ წყობიდან გამოიყვანა.

"ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილის საქართველოს პრეზიდენტს ემუქრება და ამბობს, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, მესამე პრეზიდენტს მიუჯდება "ვივა მედში".

რაც შეეხება შეწყალების მექანიზმს, მისი პიროვნება იქნება თავიდან ბოლომდე განადგურებული და არა მხოლოდ განადგურებული. საზოგადოება, რომელიც დაზიანდა, ზოგი სიცოცხლის მოსპობით, ზოგი ჯანმრთელობის დაზიანებით, ზოგი ქონების დაკარგვით, ოჯახების განადგურებით და ა.შ. ამ ყველაფერზე მოაწერს ხელს და რეალურად, მიუჯდება "ვივა მედში" სააკაშვილს.

"დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის," - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა Le Monde-სთან მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს პირველად მოიხსენიებს ოლიგარქად. ჟურნალისტის კითხვაზე - "როგორ გესმით ევროპული კომისიის რეკომენდაცია ,,დეოლიგარქიზაციაზე“? ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად მიიჩნევთ?", პრეზიდენტი პასუხობს, რომ ივანიშვილს ხელისუფლებაზე "დომინანტური გავლენა" აქვს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100