სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დამიზნებით გვესროდა, მე თვითონ ვნახე ის ნატყვიარები თამაზზე, ხერხემლის არეში - დოთიაშვილი

"დამიზნებით გვესროდა, მე თვითონ ვნახე ის ნატყვიარები თამაზზე, ხერხემლის არეში" - ეს განცხადება ოკუპანტების მიერ გატაცებულმა და გუშინ გათავისუფლებულმა ლევან დოთიაშვილმა გააკეთა.

გათავისუფლების შემდეგ პირველ კომენტარში დოთიაშვილი მომხდარს იხსენებს და ამბობს, რომ ოკუპანტებმა ლომისაზე ასულების მიმართულებით ჯერ გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს, შემდეგ კი დამიზნებით ისროდნენ.

თავიდან მოვიდა თუ არა გამაფრთხილებელი გაისროლა, იმის მერე ვისაუბრეთ. დამიზნებით გვესროდა, ჯერ საბურავები და მერე გამიზნული სროლა.
მე თვითონ ვნახე ის ნატყვიარები თამაზზე, ხერხემლის არეში. ერთი თქვა დამჭრაო და მოგარტყა დიმიტრიჩ მეთქი და კიო. მერე გადავედი მანქანიდან, გადავიყვანე, ამ დროს ამოვიდნენ დანარჩენი რუსი ჯარისკაცები და წამიყვანეს ტყის მიმართულებით,“ - ამბობს დოთიაშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100