სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთის მოქალაქის მტკიცებით, ბათუმში მისი გაუპატიურება სცადეს

რუსეთის მოქალაქე ამტკიცებს, რომ ბათუმში, სანაპიროზე მისი გაუპატიურება სცადეს - ქალი სოციალურ ქსელში წერს, რომ სექსუალური ძალადობის მცდელობის ფაქტი საღამოს, ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

მომხდარის შესახებ უკვე ინფორმირებულია პოლიცია, თუმცა რა ეტაპზეა გამოძიება განმცხადებლისთვის უცნობია.

ქალი ამტკიცებს, რომ სავარაუდო მოძალადის ამოცნობა შეუძლია. რუსეთის მოქალაქე ამბობს, რომ თავდამსხმელი ადგილობრივს არ ჰგავდა და ის სავარაუდოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100