სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"შენი უფლებების დასაცავად მოსული ჩემი მეგობრები გამოუგდიათ შენს ბნელ მეგობრებს...ჩაგიდგე ჯიბრში? გავხდე მეც ბნელი?"

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და რიონის ხეობის მცველს, ვარლამ გოლეთიანს მიმართავს.

"ვარლამ, მეგობარო, შენი უფლებების დასაცავად მოსული ჩემი მეგობრები გამოუგდიათ შენს ბნელ მეგობრებს.

და როგორ გავაგრძელოთ ახლა?

ჩაგიდგე ჯიბრში? გავხდე მეც ბნელი?

არა, ძმაო, პოლიცია რომ მოვა შენს გასაწევად, იცოდე, პირველები ზუკა და მანქი მოვლენ!!!

შენამდეც ვიდექით ჩაგრული მოქალაქეების გვერდით და შენ შემდეგაც იმავეს ვაპირებთ!

მე ვიცი, რას ნიშნავს 300 დღე ქუჩაში დგომა და ძალიან მწყდება გული, ეგრე ქარს რომ ატან მართალი მოქალაქეების სოლიდარობას!“, - წერს მაქარაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეთა აქციიდან სამოქალაქო აქტივისტი, სალომე ბარკერი ლგბტ – ფერადი სამკლავურის გამო გააძევეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100