სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფარცხალაძის ანგარიშების გაყინვა კონსტიტუციას და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციას ეწინააღმდეგება - კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე საკუთარ განცხადებას არ ცვლის და ისევ ამბობს, რომ ოთარ ფარცხალაძის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კონსტიტუცია დაარღვია.

მეტიც ირაკლი კობახიძის თქმით, სებ-მა ყოფილი პროკურორის წინააღმდეგ ადამიანის უფლებებიც დაარღვია.

რაც შეეხება სამართლებრივ შეფასებას, ჩვენთვის სახელმძღვანელო პრინციპია საქართველოს კონსტიტუცია და არამარტო ის. ეს არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, სადაც პირდაპირ არის მოცემული საკუთრების უფლების შეზღუდვის ჩარჩოები, ფარგლები, სტანდარტები. ამ დოკუმენტებთან - საქართველოს კონსტიტუციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან პირდაპირ წინააღმდეგობაშია ის განცხადება, რომელიც ეროვნული ბანკის მხრიდან გაკეთდა. ამას ვსაუბრობ როგორც იურისტი - საკუთრების უფლების შეზღუდვას აქვს თავისი სტანდარტი.

გარდა ამისა, სტრასბურგის პრაქტიკის მიხედვით, ასეთი ტიპის სანქციები თავისი არსით წარმოადგენს, სისხლის სამართლლებრივ საქმეს და ზუსტად იგივე სტანდარტებით არის შესაფასებელი, როგორც ნებისმიერი სასჯელი.

რეალურად ხდება რა - სინამდვილეში, წესდება სისხლის სამართლებრივი სასჯელი კონკრეტული პირის მიმართ, ისე რომ მის წინააღმდეგ არ არის გამოტანილი განაჩენი, რაც უდანაშაულობის პრეზუმციას პირდაპირ ეწინააღმდეგება. ნებისმიერმა თავმოყვარე იურისტმა, რომელიც გათვიცნობიერებულია ადამიანის უფლებებში მხოლოდ ასეთი შეფასება შეიძლება გააკეთოს ამ თემასთან დაკავშირებით"- განაცხადა კობახიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100