სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეს იმ გმირების გამარჯვებაა, რომელმაც ქვეყნისთვის სიცოცხლე გასწირეს - გიორგი კაპანაძე სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კაპანაძე სტრასბურგის ისტორიულ გადაწყვეტილებას ფეისბუკ პოსტით ეხმაურება.

კაპანაძე წერს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება იმ გმირები გამარჯვებაა, რომლებმაც ქვეყნისთვის სიცოცხლე გასწირეს.

"2008 წლის ომის დროს, მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამო, ევროსასამართლომ, რუსეთის ფედერაციას, საქართველოსთვის, 129 მილიონ 827 ათას 500 ევროს გადახდა დააკისრა.

ეს არის გიორგი ანწუხელიძის გამარჯვება, რომელმაც მტერს არ დაუჩოქა და ჩვენი ქვეყნისათვის სიცოცხლე გაწირა.

ეს არის გმირი ძმების, გია და გელა რომელაშვილების გამარჯვება, რომლებიც ერთად და გმირულად დაეცნენ ბრძოლის ველზე.

ეს არის შინდისის გმირების გამარჯვება, რომელთა გმირობას, ამბებად ჰყვებიან დღემდე.

ეს არის ომის დროს დაღუპული ყველა პოლიციელის, სამხედროს, მშვიდობიანი მოქალაქის გამარჯვება, რომლებმაც სამშობლოსათვის დათმეს სიცოცხლე.

ეს არის ციხეში მყოფი მთავარსარდლისა და თითოეული ჩვენგანის, მთელი ქვეყნის გამარჯვება, ოკუპანტ რუსეთსა და ყველა იმ პირზე, ვინც ჩვენს სამშობლოს, ომის დაწყებას აბრალებდა.
სამართალი, შესაძლოა, ურმით დადის, მაგრამ ის აუცილებლად აღწევს მიზანს.
საქართველოს გაუმარჯოს:.- წერს გიორგი კაპანაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100