სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზვიად ძიძიგური: ივანიშვილს „კაი კაცის“ რეიტინგი აქვს

"კონსერვაიტიული პარტიის" ლიდერ ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს ყველაზე მნიშვნელოვანი რეიტინგი - "კაი კაცის" რეიტინგი აქვს.

"მისი ავტორიტეტი, მისი პოლიტიკური რეიტინგი, რომელიც მისი ამდენწლიანი საქმიანობიდან გამომდინარე ჩამოყალიბდა ძალიან დიდია. რამდენიმეჯერ ვთქვი და გავიმეორებ, "კაი კაცის" რეიტინგი, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რეიტინგი, პოლიტიკურ რეიტინგზე მნიშვნელოვანიც კი", - განაცხადა ძიძგურმა "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

მისი თქმით, ვერცერთი პოლიტიკური ძალა ვერ შეიტანა ქართულ პოლიტიკაში ისეთ ცვლილებებს, როგორი ბიძინა ივანიშვილმა შეიტანა.

"ვერცერთი პოლიტიკური ძალა ვერ შეცვლიდა პოლიტიკურ ბალანსს საქართველოში ისე, როგორც ეს ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა, რადგან გაცილებით უფრო მეტია ის დივიდენდი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს გააჩნია ფინანსურ შესაძლებლობასთან მიმართებაში", - აღნიშნა ძიძიგურმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100