თავდასხმა "მთავარი არხის" თანამშრომლებზე" - ჟურნალისტს თავი აქვს გატეხილი

მარნეულში, "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფებს თავს დაესხნენ. არხის 2 ოპერატორსა და 2 ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ადგილზე ელოდებიან სასწრაფო დახმარებასაც.

ჟურნალისტ ჯეიფუნ მუჰამედალის თავი აქვს გატეხილი , დაზიანებულია არხის აპარატურა, მათ წაართვეს მიკროფონები.

ცნობისთვის, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს დაუპირისპირდა. საჯარო მოხელე სიტყვიერ შეურაცხყოფაზე მას შემდეგ გადავიდა, რაც ჟურნალისტის კითხვამ გააღიზიანა.

კომენტარი