სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მერაბიშვილი ენმ-ს გულშემატკივარია, თუმცა არ ახმოვანებს პარტიის პოზიციებს - "ნაციონალური მოძრაობა"

"ნაციონალური მოძრაობა" ვანო მერაბიშვილის სკანდალურ ინტერვიუზე განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი არ ახმოვანებს პარტიის პოზიციებს და არ არის ჩართული ყოველდღიურ პარტიულ საქმიანობაში.

ენმ კონკრეტული ინდივიდების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს, მერაბიშვილის პარტიაში ჩართულობასთან დაკავშირებით, მთავარი ოპოზიციური ძალის დისკრედიტაციად აღიქვამს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არის დიდი და მრავალფეროვანი პოლიტიკური ორგანიზმი, რომელიც აერთიანებს ნახევარ მილიონზე მეტ ჩვენს თანამოქალაქეს.
ვანო მერაბიშვილი არის ენმ-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გულშემატკივარი, მაგრამ ის არ არის პარტიის მენეჯმენტის ნაწილი, არ უკავია არანაირი პარტიული თანამდებობა, არ ახმოვანებს პარტიის პოზიციებს და არ არის ჩართული ყოველდღიურ პარტიულ საქმიანობაში.
კონკრეტული ინდივიდების მიერ გამოთქმული პირადი მოსაზრებების ირგვლივ, გადაჭარბებულ, ხელოვნური და სპეკულაციურ მსჯელობებს, პარტია ენმ აღიქვამს როგორც მთავარი ოპოზიციური ძალის დისკრედიტაციის და მთავარი თემიდან ყურადღების გადატანის მცდელობად.
ასევე, აღსანიშნავია რომ ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება.
ვანო მერაბიშვილი თავადვე აღნიშნავს რომ მის მიერ გამოთქმული მოსაზრებები, მისი სუბიექტური აზრია და ის აჟღერებს საკუთარ პირად პოზიციებს.
კიდევ ერთხელ, პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოზიციებს ახმოვანებს მხოლოდ პარტიის მენეჯმენტი", - აცხადებს პარტია.

ვანო მერაბიშვილმა პოლიტიკური აღსარება უკრაინულ მედიას ჩააბარა. შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ფაქტობრივად აღიარა, რომ ნიკა მელიას განეიტრალების სპეცოპერაციას სათავეში თავად ედგა.

მან ბევრი ისაუბრა ენმ-ს შიდა პარტიიულ საკითხებზე, ნაცმოძრაობის ძველ და ჯერ კიდებ მოქმედ ლიდერებს აქტიურობა დაუწუნა, ახლებს კი პატრიოტები უწოდა.

მერაბიშვილმა ასევე თქვა, რომ ერთდაერთი სერიოზული პარტია "ნაციონალური მოძროაბაა" და ცვლილებების მოტანა მხოლოდ მათ შეუძლიათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100