სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოდნავ მაინც რომ მეპარებოდეს ეჭვი, თვითდაზიანებას აქვს ადგილი, ზიარებას არ მივცემდი - მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილზე

არ მინდა ამ ქვეყანაში ლინჩის წესი მოქმედებდეს - ამ სიტყვებით გამოეხმაურა მეუფე ნიკოლოზი მიხეილ სააკაშილის დამძიმებულ ჯანმრთელობის მდგომარეობას.

მაღალი იერარქიის სასულიერო პირი ფიქრობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს სასამართლოში გამოტანილი განაჩენის გარეშე კლავენ.

კარისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, რომელიც სააკაშვილის ხშირი სტუმარია, ამბობს, რომ მესამე პრეზიდერნტის მდგომარეობა მძიმეა და ტირაჟირება თითქოს ის თვითდაზიანებებს იყენებს არის არალოგიკური.

"მე არ მინდა, რომ ამ ქვეყანაში ლინჩის წესი მოქმედებდეს. ყველას შეუძლია ჩაიხედოს ლექსიკონში და ნახოს, თუ რას ნიშნავს ლინჩის წესით გასამართლება. ეს ნიშნავს სასამართლო პროცესის გარეშე განაჩენის გამოტანას. ყოველ შესვლაზე სააკაშვილი უარესად და უარესად არის. რაც მე ვნახე ბოლოს, ეს ყოველგვარ ფარგლებს გადაცდენილია. გამოდის, რომ ეს ადამიანი სასიკვდილოდ არის გამეტებული. აუცილებლად მოკვდება თუ ასე გაგრძელდა. მე როგორც სასულიერო პირს, ოდნავ მაინც რომ მეპარებოდეს ეჭვი, რომ თვითდაზიანებას აქვს ადგილი, ზიარებას არ მივცემდი. თუნდაც რომ ეს ასე იყოს, ასეთი საჯარო თვითდაზიანება, რომელსაც ადამიანი სიკვდილამდე მიჰყავს და მიიყვანს აუცილებლად, ეს ძალიან ცუდი მაგალითია ქვეყანაში და მე ვფიქრობ, ქვეყანამ ყევლაფერი უნდა იღონოს, რომ ამ საჯარო მაგალითისგან გათავისუფლდეს",- ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100