სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სააკაშვილმა რეანიმაციაში გადაყვანაზე შეთავაზება ექიმებისგან მიიღო და თანხმობა განაცხადა

მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციაში გადაჰყავთ - განცხადება მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ გააკეთა.

ხაჭაპურიძის განცხადებით, პაციენტმა კლინიკის ექიმებისგან რეანიმაციაში გადაყვანაზე შეთავაზება მიიღო, რაზეც მიხეილ სააკაშვილმა თანხმობა განაცხადა.

ხაჭაპურიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს რეანიმაციაში, სავარაუდოდ, დღეს გადაიყვანენ.

მე ვნახე სააკაშვილი, გადასხმა უკეთდებოდა. ექთანი შემოვიდა. შემდეგ ბატონ მიხეილს ვკითხე, რა ხდება-მეთქი. მიპასუხა, მითხრეს, რომ გადასაყვანი ხარ და მე თანხმობა განვუცხადეო, ველოდები როდის შემომაკითხავენ და გადამიყვანენო“, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

მისი თქმით, "მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, რეანიმაციაში მისი გადაყვანა „სხეულის მასის ინდექსის“ გამო გადაწყდა".

ადვოკატი ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა:

აღწერაც არ მინდა ვიზუალურად. ასე სუსტად მე ის არასდროს მინახავს. სხვა დაეხმარა, რომ მეორე ოთახში გასულიყო. ძალიან სუსტად არის. კომუნიკაციის დამყარება უჭირს. ის გადასხმას იკეთებს, მაგრამ მე როგორც გავარკვიე, საუბარია კვების შემცველობის მქონე გადასხმაზე. ვენურ თერაპიაზე არ დათანხმებია იმიტომ, რომ თქვა, საჭმელს ვიღებ და რატომ უნდა გადავისხაო“, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

ამასთან, როგორც მან განმარტა, მიხეილ სააკაშვილს კლინიკის მედპერსონალისთვის რეანიმაციაში გადაყვანის თაობაზე რაიმე პირობები არ წაუყენებია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100