სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბექა ურუშაძეს სამშობლოში დღეს გადმოასვენებენ

ადრიატიკის ზღვაში ტანკერზე მომხდარი აფეთქების დროს დაღუპული ქართველი მეზღვაურის ბექა ურუშაძის ცხედარს სამშობლოში დღეს გადმოასვენებენ. ამისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ სტამბულში სპეციალური ტრანსპორტი დილით გაგზავნა.

ამ დრომდე არაა ნაპოვნი კიდევ ერთი დაღუპული ქართველი მეზღვაურის მალხაზ ლაზიშვილის ცხედარი, რომელიც ტრაგიკული შემთხვევის დროს უშუალოდ აფეთქების ეპიცენტრში იმყოფებოდა. რაც შეეხება გადარჩენილ ქართველ მეზღვაურებს, ისინი სამშობლოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100