სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვინც ამბობს, რომ სააკაშვილი პუტინმა მოწამლა, თაღლითია - ვოლსკი

"თაღლითობის ახალი ეტაპი" - ასე აფასებენ "ქართულ ოცნებაში" მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნას, რომ მისი მოწამვლის საქმეში აშშ-ს გენერალური ფედერალური ბიურო ჩაერთოს.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის თქმით, ყველა, ვინც ამბობს, რომ სააკაშვილი პუტინმა მოწამლა, თაღლითია.

განცხადებები, რომლებიც ადრე არ იყო აქტუალური და უცებ გააკეთა ყველა მის გარესემო მყოფმა ადამიანმა, მიუთითებს იმაზე, რომ თაღლითობის რაღაც ახალი ეტაპი დაიგეგმა. თუკი სასამართლო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, ეს უნდა მოხდეს არა იმის საფუძველზე გაპარსულია თუ გაუპარსავია, თმებდავარცხნილია, დაუვარცხნელი თუ მოუვლელლია, ზოგადად, კონკრეტული პატიმაარი, არამედ რამდენად კომპეტენტურია სამედიცინო ექსპერტების დასკვნა იმასტან დაკავშირებით, რომ სააკაშვილის ვერ გადარჩება, ჩვენი სამედიცინო სისტემა არ ვარგა და ვერ მიხედავს მის ჯანმრთელობას და მის სიცოცხლეს. ასეთი მონაცემები არ არსებობს. იგი მოწამლეს, მოწამლა რუსეთმა, მოწამლა პუტინმა, გამოყენებულია ცნობილი მომწამვლავი ნივთიერება, ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს და ვინც ამას დღეს ლაპარაკობს, არის თაღლითი, - თქვა ვოლსკიმ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100