სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას დაუმალეს - ეკა ხერხეულიძე

მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებსა დაუმალეს, - ასე შეაფასა მესამე პრეზიდენეტის თანაგუნდელმა ეკა ხერხეულიძემ ხელისუფლების გადაწყვეტილება, არ მიეყვანა სასამართლო პროცესზე ბრალდებული პრეზიდენტი.

ეკა ხერხეულიძე პირდაპირ ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" მძიმე დაავადებების მქონე პრეზიდენტის გამოჩენას მოერიდა, რადგან ფაქტი ცახდყოფდა, რომ მისი მკურნალობა საქართველოში შეუძლებელია.

გარედან აკვირდება საზოგადოება მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას, მაგრამ მასთან შემხვედრ ადამიანებს აქვს ის ობიექტური ინფორმაცია, რეალურად როგორ იმყოფება, ვინც მასთან შედის. ერთ-ერთი გახლავართ მეც. მეც წარმოუდგენლად მეჩვენებოდა ხელისუფლების მხრიდან დაშვება, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის უფლება მიეცათ დღეს მოსულიყო სასამართლოში და საზოგადოებას ენახა ის ობიექტური გარემობა, როგორ ვითარებაშიც იმყოფება საქართველოს მესამე პრეზიდენტი. გამართლდა ჩემი ვარაუდი, დრეს არ მოიყვანეს მიხეილ სააკაშვილი აქ და ერთადერთი ახსნა აქვს ამას, მხოლოდ და მხოლოდ სიმართლე მდგომარეობს ერთ ფაქტორში: მიხეილ სააკაშვილი დაუმალეს საზოგადოებას, დაუმალეს მიის ჯანმრთელობის განადგურებული მდგომარეობა და არცერთ შემთხვევაში არ შეეცდებიან თავიანთ პოლიტიკურ ნარატივს გადაუხვიონ, როედსაც ისინი ამბობენ და მუდმივად ხაზს უსვამენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არაფერი სჭირს ისეთი, რიის მკურნალობაც აქ არ შეიძლება, - თქვა ხერხეულიძემ.

მიხეილ სააკაშვილი დღეს საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრებას გეგმავდა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის მოტივით, ექსპრეზიდენტის ტრანსპორტირების ნებართვა არ გაიცა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100