სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მარნეულში ავარიას აფეთქება და ერთი ოჯახის ოთხი წევრის დაღუპვა მოჰყვა

დაახლოებით ღამის სამ საათზე მარნეულის ცენტრში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ერთ მანქანაში ოჯახის ოთხი წევრი, მეორეში კი ორი პირი იმყოფებოდნენ. შეჯახებას აალება მოჰყვა და ორივე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. რამდენიმე წამში აფეთქდა მანქანა, სადაც ცოლ-ქმარი, და ორი ბავშვი (ერთი მცირეწლოვანი) ისხდნენ.

მანქანაში მყოფებმა გადმოსვლა ვერ მოასწრეს და აფეთქების შედეგად შემთხვევის ადგილზევე დაიღუპნენ, მეორე მანქანაში მყოფი ორი პირი კი მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოში მოათავსეს, საიდანაც მალევე გაწერეს.

მიუხედავად იმისა, რომ სახანძრო სამსახური ავარიის ადგილზე ოპერატიულად გავიდა, მეხანძრეებს აფეთქებული მანქანა თითქმის მთლიანად დამწვარი დახვდათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100