სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

5 წელი ციხე ჯართის გამო - 23 წლის ბიჭი შველას ითხოვს

128 ლარის ღირებულების ჯართის გამო 23 წლის ბიჭი ციხეში 5 წლით გაუშვეს - ბექა ხონელიძეს უმკაცრესი განაჩენი ნაგავსაყრელიდან რამდენიმე ფილა თუნუქის გამო გამოუტანეს.

ორი შვილის მამა სასჯელს ქსნის კოლონიაში იხდის. კაცი ირწმუნება, რომ ციხეში იმ დანაშაულის გამო გაუშვეს, რომლიც არ ჩაუდენია.

ბრალდებული ამტკიცებს, რომ ფილები არ მოუპარავს და ჩვენები პოლიციამ გააყალბა.

ხონელიძის დედა "ტვ პირველთან" ამბობს, რომ მსჯავრდებულმა რამდენიმე თუნუქის ნაჭერი მიტოვებულ შენობაში ნახა, რომელსაც კარიც კი არ აქვს.

შვილები მამის გარეშე უნდა გაიზარდონ. ოჯახთან დამშვიდობების საშუალებაც კი არ მისცეს, მოსამართლემ ჩეი შვილის ადგილზე, პროცესზევე დაკავების ბრძანება გასცა"- აცხადებს დაკავებულის დედა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100