სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

,,ენმ"-ში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია განახლება, ცვლილებები, ახალი პრაიმერისის ჩატარება - გიორგი კაპანაძე

პარტიაში კრიზისი და უმოქმედობაა, რაც ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას ამომრჩეველს აკარგვინებს და ,,ოცნების" წისქვილზე წყალს ასხამს - მიიჩნევს ,,ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი, გიორგი კაპანაძე.

მისი აზრით, განახლებისთვის აუცილებელია,,,ენმ"-ს ახალი თავმჯდომარის ასარჩევად, ან ძველისთვის ლეგიტიმაციის გასამტკიცებლად პრაიმერისი ჩატარდეს.

ნებისმიერი პირის წასვლა პარტიიდან არის დანაკლისი. ამავე დროს ასევე ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ დღეს პარტიაში აუცილებელია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია განახლება, ცვლილებები, შიდა პარტიული დემოკრატიის განვითარება და ახალი პრაიმერისის ჩატარება თუნდაც ახალი თავმჯდომარის არჩევის მიზნით.

დღეს უკვე პარტიაში არის ლეგიტიმაციის პრობლემა - ამბობს გიორგი კაპანაძე.

ბოლო წვეთი ნონა მამულაშვილის მიერ ,,ენმ"-ს დატოვება აღმოჩნდა - ,,ენმ"-დან წევრების წასვლა ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში დარჩენილთა ერთი ნაწილისთვის ნიშანია, რომ საჭიროა ცვლილებები.

ნონა მამულაშვილმა პარტია და პარლამენტი გუშინ დატოვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100