"3 წლის ბავშვი ჰყოლია საცოდავს...5-ჯერ გასროლის ხმა გავიგე" - თბილისში მოკლულ ქალს მცირეწლოვანი შვილი დარჩა

თბილისში მოკლულ 30 წლამდე ქალს, რომელიც გუშინ გვიან ღამით სახლში ჩაცხრილეს, მცირეწლოვანი ბავშვი დარჩა. გაზაფხულის 23 ნომერში საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულებულია. გუშინ გვიან ღამით მომხდარ მკვლელობაზე პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია. "ამბობენ, რუსი იყოო. გუშინ გვიან იყვნენ [სამართალდამცველები]. პოლიციას არ გამოვუკითხივართ.შვილთან ერთად ცხოვრობდა, 3 წლის ბავშვი ჰყოლია. ძიძასთან არისო გამყიდველმა მითხრა. ახლა გავედი, გუშინ შემეშინდა ეს ხმა რომ გავიგე",- ყვებიან ადგილობრივები.

კომენტარი