სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე ჩრდილოეთ ოსეთიდანაა და მეთერთმეტე კლასშია

რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე ჩრდილოეთ ოსეთიდანაა და მეთერთმეტე კლასშია. კრემლის მომხრე ტელეგრამის არხ War Gonzo-სთან ინტერვიუში, რაზმ „ალანიის“ მებრძოლი, რომელიც თავს რუსტამ ოსტაევად წარმოადგენს, ირწმუნება, რომ უკვე 18 წლისაა. ინფორმაციას kavkazr-ი ავრცელებს.

„სრულწლოვანი ცოტა ხნის წინ გავხდი, 38-ე სკოლის მოწაფე ვარ. როგორც კი 18 წლისა გავხდი, მაშინვე აქ გამომიძახეს, რადგან მამაჩემი ბატალიონ „ალანიის“ შტაბის უფროსია“, - ამბობს ოსტაევი ვიდეოში და დასძენს, რომ სკოლას დისტანციურად ამთავრებს.

საიტ „კავკაზ.რეალიის“ რედაქციამ ოსტაევის განათლების დეტალები ვერ გაარკვია ვლადიკავკაზის 38-ე სკოლაში. აღნიშნული სასწავლო დაწესებულება რემონტის პროცესშია, ვლადიკავკაზის განათლების დეპარტამენტში კი განაცხადეს, რომ არ იციან, იმყოფება თუ არა ფრონტის ხაზზე რომელიმე სკოლის მოსწავლე. ოსტაევის შესახებ „კავკაზ.რეალიიმ“ კითხვა გაუგზავნა ჩრდილოეთ ოსეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსაც, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიუღია.

ოსტაევი ჰყვება, რომ მისი სახმისია „ხაბული“, რაც ოსურ ენაზე "ბავშვს" ნიშნავს.

ამა წლის ივლისში ადგილობრივი ტელეგრამის არხებით გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ბატალიონ „ალანიის“ მებრძოლს, სახელად „ხაბულს“, ჩრდილოეთ ოსეთის ლიდერი სერგეი მენიაილო გადასცემს მაჯის საათს, რომელსაც 35 წლის განმავლობაში ატარებდა. ვიდეოს ახლავს ტექსტი, რომლის თანახმად, ოსტაევი „რაზმის ყველაზე ახალგაზრდა და შემსრულებელი მებრძოლია“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100