სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პუტინი: აკუნინი ეთნიკური ქართველია

მწერალი ბორის აკუნინი (გრიგოლ ჩხარტიშვილი) საპროტესტო აქციებში იმიტომ მონაწილეობს, რომ ქართველია, - ეს განცხადება ვლადიმირ პუტინმა წამყვანი რუსულუ მედიასაშუალებების რედაქტორებთან შეხვედრის დროს გააკეთა და დასძინა, რომ სახელმწიფო პრემიის გადაცემის ცერემონიალზე აკუნინიც იყო მოწვეული, მაგრამ ის არ მოვიდა.

„ადამიანები სხვადასხვა გაანგარიშებით მოქმედებენ. მაგალითად, ჩვენ ყველას გვიყვარს მწერალი აკუნინი. ის ძალიან საინტერესო თემებზე წერს, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის. შემდეგ ეკრანიზირებაც ხდება. ის, როგორც მე ვიცი, ეთნიკური ქართველია. მე მესმის, რომ მან როგორც ქართველმა, ვერ მიიღო რუსეთის საბრძოლო მოქმედებები კავკასიაში, როცა ჩვენ ვიცავდით სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებსა და ჩვენს მშვიდობისმყოფელებს, რომლებსაც, უბრალოდ, თავს დაესხნენ და ამოხოცეს", - განაცხადა პუტინმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100