სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიმდინარე კვირის რომელი დღიდან შეგიძლიათ მნიშვნელოვანი საქმის დაწყება და რომელია საკრალური დღე. ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისაგან

მიხეილ ცაგარელმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, „იმედის დილაში“, მიმდინარე კვირის ასტროლოგიურ ტენდენციებზე ისაუბრა. „23 ივნისამდე პერიოდი ცოტა რთულია - დედამიწა უარყოფით ველშია და დაძაბულობა მატულობს, ტრავმულ-ავარიული, კონფლიქტური სიტუაციები უფრო მეტია. 23 ივნისიდან, კვირის მეორე ნახევარი გადასარევია, გაცილებით უკეთესი ენერგეტიკაა. ამიტომ, თუ გაქვთ საშუალება, რომ მნიშვნელოვან საქმეს ხელი 23 რიცხვიდან მოჰკიდოთ, მოლაპარაკება აწარმოოთ, თქვენი მოქმედება უფრო ნაყოფიერი იქნება. ხვალ, 21 ივნისს, ზაფხულის მზებუდობაა - ყველაზე გრძელი დღე და მოკლე ღამე იქნება. ანუ ყველაზე დიდი სინათლე ხვალ შემოდის და გაითვალისწინეთ. ეს არის მზის ენერგიის ყველაზე დიდი მოზღვავება სამყაროდან ჩვენში. ამის მერე, ნელ-ნელა, შემცირება დაიწყება. ეს დღე ყოველთვის, ყველა ერისთვის, საკრალური დღე იყო. ამ დროს იყო დიდი ზეიმი, საყოველთაო ლოცვა, სურვილეის ჩათქმა, რადგან ეს არის მზის ენერგიის აკუმულაციის დიდი შესაძლებლობაა. მზე არის უფლის თვალი, ტრანსფორმატორი, რომელიც გვაძლევს იმ ენერგიებს, რომლებიც აუცილებელია შემდგომი მუშაობისა და სულდგმულობისთვის. ამიტომ, ხვალ აუცილებლად ილოცეთ, იქონიეთ პოზიტიური განწყობა, რაც შეიძლება მეტი დღესასწაული მოვაწყოთ, რათა პოზიტიური ენერგია მოვიზიდოთ. არავითარი ცუდი, ნეგატიური აზრები, არავითარი ცუდი მოქმედებები და კონფლიქტები, ხვალ განსაკუთრებული, საკრალური დღეა. ხვალ კიდევ ერთი მოვლენაა - მზე ზოდიაქოს ნიშანს იცვლის, ერთი თვით, ტყუპებიდან კირჩხიბის ზოდიაქოში გადადის. შემოდის წყლის სტიქია, რაც ადამიანებში ემოციურობას, მგრძნობიარობას, ინტუიციას, ოჯახისა და სამშობლოსადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას განავითარებს, ტრადიციულობას გააღვივებს, მაგრამ, თან, განავითარებს ხასიათის ცვალებადობას, ზოგჯერ - ცოტა მეტ ეჭვიანობას, ზოგჯერ - ტყუილებისადმი მეტ მიდრეკილებებს, ანუ კირჩხიბისეულ ნეგატიურ ელემენტებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა 23 რიცხვია - პლანეტა ვენერა, სიყვარულის, ხელოვნების მმართველი პლანეტა გამოდის თავისთვის საყვარელი კუროდან და გადადის, ასე ვთქვათ, მთლად არასაყვარელ ტყუპებში. ამ დროს, სასიყვარულო-პარტნიორულ ურთიერთობებში ძალიან საინტერესო მოვლენები ხდება - მოიმატებს კონტაქტურობა, კომუნიკაბელურობა, დახვეწილი იუმორი, გონებამახვილობა, კი, სასიკეთოა მოგზაურობისადმი ერთად ლტოლვა, მაგრამ თან, შინაგანი მერყეობა, გაორებაც მოიმატებს. ტყუპები ის ნიშანია, რომელსაც დილით პარტნიორი უყვარს, საღამოს აღარ უყვარს. გაორების მომენტები და ფლირტისადმი მიდრეკილება, სიყვარულში ზედაპირულობა გაძლიერდება. ამასთან, პლანეტა ვენერადან გამომდინარე, ფულის მოპოვების კარგი შანსებია მასმედიაში, ჟურნალისტიკაში, ტურიზმში, სპორტში, სავაჭრო-სამაკლერო სფეროში“, - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100