სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

7 ივნისს ქუთაისში +30 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +19 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც იწვიმებს, დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, სადაც დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება ფოთში. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც იწვიმებს. დღისით ტემპერატურა +28 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. +26 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. მესტიაშიც ნალექიანი დღეა. დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმს ამბროლაურშიც. ჰაერი დღისით +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. ჭიათურაში წვიმა იქნება. დღისით +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი. ახალციხეშიც წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსამდე დაიწევს. წვიმაა ნავარაუდები ბორჯომშიც, სადაც დღისით +30, ღამის განმავლობაში კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. გორშიც ნალექიანი ამინდია, +29 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი. გუდაურში იწვიმებს. დღისით +20 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +21, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხშიც წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +33 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. გურჯაანშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +31 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +31 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. რუსთავშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +32 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +31 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. მოსალოდნელია წვიმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100