სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"არ უნახავთ ჩემი წერილი, გადააგდეს... მიხეილ სააკაშვილის მამა ვინ არის, მაგაზე დავიწყოთ ნებართვების გაცემაო... ძაან ეშლებათ" - ნიკოლოზ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი ამბობს, რომ 8 თვის განმავლობაში, მიუხედავად პენიტენციური სამსახურისთვის არაერთი მიმართვის და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენისა, შვილის მონახულების შესაძლებლობა ამ დრომდე არ მიეცა.

ნიკოლოზ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ პენიტენციური მის წერილებს არც კი კითხულობს, რადგან უწყებისგან პასუხი არცერთ ჯერზე არ მიუღია.

"თითქმის 8 თვეა, მიშა პატიმარია. ამ 8 თვის განმავლობაში, მე რამდენჯერმე უფლებადამცველის მეშვეობით შევიტანე განცხადება, საბუთები: დაბადების მოწმობა, რომ ჩემი შვილია ნამდვილად; რომ მე ნამდვილად ნიკა სააკაშვილი ვარ... იმდენი ფორმალობებია და გასაგებია, საპატიმროა, ალბათ რაღაც ფორმალობები უნდა იყოს. როგორც თქვენ არ გინახავთ ჩემი წერილი, ისე დარწმუნებული ვარ იმათ არც უნახავთ, გადააგდეს კალათაში, რომელიც მაგიდის ქვეშ ედოთ. იმიტომ, რომ მიშა სააკაშვილის მამა ვინ არის, რომ ახლა მაგაზე დავიწყოთ ნებართვების გაცემაო. ძალიან ეშლებათ. კაცი ითხოვს, წინა კვირასაც გამოგზავნა წერილი ერთ-ერთი დეპუტატის ხელით, სადაც ეწერა: ნიკა გელოდები შუა კვირაში, გთხოვ. დასალაპარაკებელი მაქვს", - ამბობს ნიკოლოზ სააკაშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100