სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

27 მაისს ქუთაისში +27 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი. მზიანი დღეა მოსალოდნელი ბათუმშიც, სადაც დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. მზე იქნება ფოთში. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც უნალექო დღე იქნება. დღისით ტემპერატურა +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი. +24 გრადუსი და მზეა მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. მესტიაშიც უნალექო ამინდია. დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია ამბროლაურშიც. ჰაერი დღისით +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ჭიათურაში დღისით +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი. ახალციხეში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა 5 გრადუსამდე დაიწევს. უნალექო ამინდია ბორჯომშიც, სადაც დღისით +23, ღამის განმავლობაში კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 4 გრადუსი დაფიქსირდება. გორში +23 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი. გუდაურში დღისით +13 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +15, ღამით კი 2 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც უნალექო დღეა ნავარაუდევი, დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი. გურჯაანშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. რუსთავში მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +26 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისშიც მზიანი დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100