სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა ხდება უკრაინაში ამ დროისთვის. ომის 56-ე დღე

რუსეთის არმია უკრაინის წინააღმდეგ მასირებულ შეტევას განაგრძობს. ომის 56-ე დღეს საოკუპაციო ძალებმა იერიში ზაპოროჟიესა და მიკოლაევზე მიიტანეს. ზაპოროჟიეს რეგიონული ხელმძღვანელობა ფრონტის მახლობლად მდებარე დასახლებებში მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს. მიკოლაევში კი სამიზნეში საავადმყოფო მოექცა. იერიშის შედეგად არიან დაჭრილები. საბრძოლო მოქმედებები ისევ აქტიურია უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში. საოკუპაციო ძალების მხრიდან ხარკოვში დატოვებულმა ნაღმებმა 4 ადამიანი იმსხვერპლეს. ისინი აუმოქმედებელი რუსული საბრძოლო მასალის უვნებელყოფისას დაიღუპნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100