სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსულმა სპეცსამსახურებმა ზელენსკის მკვლელობა სამჯერ სცადეს

უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ რუსეთის სპეცსამსახურებმა პრეზიდენტ ზელენსკის მოკვლა სამჯერ სცადეს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Times იუწყება. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს. ბრიტანელი ჟურნალისტების ინფორმაციით, უკრაინის ლიდერის მოსაკლავად „ვაგნერის“ კერძო კომპანიის დაქირავებულები და ჩეჩნური სპეცრაზმი იყო გაგზავნილი. The Times-ის ინფორმაციით, ტერაქტის აღკვეთა რუსული უშიშროების ფედერალური სამსახურის იმ თანამშრომლებისგან მიღებული ინფორმაციის შედეგად გახდა შესაძლებელი, რომლებიც ომის წინააღმდეგ გამოდიან. „ვაგნერის“ დაქირავებულები, რომლებმაც კიევში შეღწევა სცადეს, ლიკვიდირებულები იყვნენ. ამ სტრუქტურასთან დაკავშირებულმა წყარომ აცნობა ჟურნალისტებს, რომ ზელენსკის უშიშროების სამსახური ძალიან კარგად იყო ინფორმირებული და ამისთვის მზად იყო. რაც შეეხება ჩეჩნურ სპეცრაზმს, ის კიევის ერთ-ერთ გარეუბანში იყო განადგურებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100