სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დაბომბვის გამო მარიუპოლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

რუსი ოკუპანტების მიერ დაბომბვის შედეგად მარიუპოლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, ამის შესახებ მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ განაცხადა. მისივე თქმით, რუსული ჯარები ქალაქზე საჰაერო დარტყმებს აგრძელებენ. „დღეს ელექტროენერგიის გარეშე დაგვტოვეს, მაგრამ ვიცით, რა უნდა ვქნათ. სინათლის პირველი სხივების ამოსვლასთან ერთად დავიწყებთ ელექტროენერგიის აღდგენას“, - განაცხადა ბოიჩენკომ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები, ეროვნული გვარდია და აზოვის პოლკი თავის საქმეს შეასრულებენ და მტერს უკან დაახევინებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100