სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დღეს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის ზოგიერთ რაიონში დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. სამგორის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის დასახლების (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 II მიკრორაიონის, ვარკეთილი-3 ზედა პლატოს, გახოკიძის, ბერიაშვილის, თვალჭრელიძის და დამპალოს ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), წულუკიძის, ლაღიძის (ნაწილობრივ) და იუმაშევის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას. დიდუბის და ჩუღურეთის რაიონებში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის, თამარ მეფის გამზირის, მურმან ლებანიძის, მიხეილ წინამძღვრიშვილის და ბორჯომის ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გამყრელიძის, ვაზისუბნის, კანდელაკის, ლვოვის, ლევანდოვსკის, ლომონოსოვის, ონიაშვილის, ცხინვალის, ყუშიტაშვილის, ირაკლი გამყრელიძის და პეტრე იბერის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), გამრეკელის, შალვა ნუცუბიძის, პეტრე ქავთარაძის და ძოწენიძის ქუჩების მოსახლეობას. გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI, VII, VIII მიკრორაიონების, ქერჩის და კონსტანტინე ლესელიძის ქუჩების მოსახლეობას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100