"მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, გამოუშვას სულ ყველა, ყველა იმ ბავშვს ვპატიობ... მკვლელები აღარ მაინტერესებს" - ზაზა სარალიძე

"პირ­და­პირ მივ­მარ­თავ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს, გა­მო­უშ­ვას სულ ყვე­ლა, ყვე­ლა იმ ბავ­შვს ვპა­ტი­ობ ყვე­ლა­ფერს" - ამის შე­სა­ხებ ზაზა სა­რა­ლი­ძემ "ტვ პირ­ვე­ლის" ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა ეს პო­ზი­ცია ბოლო სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზეც და­ა­ფიქ­სი­რა. მისი თქმით, სა­კუ­თა­რი შვი­ლის მკვლე­ლებს უკვე აპა­ტია. "ესე­ი­გი რად­გან მკვლე­ლე­ბი და­ი­ჭი­რეს აღარ უნდა გა­მო­ვი­დე არ­სად ხო? რად­გან აქ­ცი­ე­ბი­დან წა­ვე­დი და მე­ო­რე შვი­ლის გა­დარ­ჩე­ნა­ზე ვიზ­რუ­ნე გამ­ყიდ­ვე­ლი ვარ? ვაი თქვენს პატ­რონს. ზუს­ტად ამის მსხვერ­პლია ჩემი შვი­ლი, ამ ზი­ზღმა მოკ­ლა ჩემი შვი­ლი. მე დღეს ის ბი­ჭე­ბი მე­ცო­დე­ბი­ან ყვე­ლა. ბოლო სა­სა­მარ­თლო­ზეც და­ვა­ფიქ­სი­რე და ახ­ლაც ვი­ტყვი. პირ­და­პირ მივ­მარ­თავ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს, გა­მო­უშ­ვას სულ ყვე­ლა, ყვე­ლა იმ ბავ­შვს ვპა­ტი­ობ ყვე­ლა­ფერს. იმი­ტომ ვპა­ტი­ობ, რომ კა­ნო­ნი მე­უბ­ნე­ბა, რომ 15 წლის მერე მა­ინც უნდა აპა­ტი­ოო. დღეს­ვე ვა­პა­ტი­ებ, რა­ტომ უნდა ვი­ტან­ჯო 15 წელი თავი. განა ის ბავ­შვე­ბი არ მე­ცო­დე­ბი­ან. ეს მე ბოლო სა­სა­მარ­თლო­ზეც და­ვა­ფიქ­სი­რე, გა­მო­უშ­ვან კა­ლან­დი­აც, გა­მო­უშ­ვან ეს ბი­ჭიც. სი­მარ­თლე ით­ქვა და მკვლე­ლე­ბი აღარ მა­ინ­ტე­რე­სებს. მაგ­რამ ერთი კარ­გად და­ი­მახ­სოვ­რეთ, ფხა­კა­ძეს, გუ­გუშ­ვილს და ფი­ფას, სა­ნამ ცო­ცხა­ლი ვიქ­ნე­ბი არ ვა­პა­ტი­ებ" - აღ­ნიშ­ნა სა­რა­ლი­ძემ.

კომენტარი