"ჩემს შვილს ეკლესია შეაძულეს... ბევრმა სასულიერო პირმა დაგვწყევლა, მარიამი რომ ჯვრისწერის გარეშე გათხოვდა, ეს იყო დიდი პროტესტი" - პეტრე კოლხი

პეტ­რე კოლ­ხი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს და მე­დი­ა­შიც ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გან­ხილ­ვა­დი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რია. რამ­დე­ნი­მე თვის წინ პეტ­რე კოლ­ხმა ოჯა­ხის­გან მო­შო­რე­ბით, მარ­ტო ცხოვ­რე­ბა არ­ჩია და ერ­თაწ­მინ­და­ში და­სახ­ლდა. რო­გორც ამ­ბობს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ზე­ზი ის არის, რომ მარ­ტო ყოფ­ნა სჭირ­დე­ბო­და. თუმ­ცა სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის თქმით, ოჯა­ხი მის წას­ვლას ვერ შე­ე­გუა და დრო­ის დიდ ნა­წილს, მისი შვი­ლე­ბი სწო­რედ ერ­თაწ­მინ­და­ში, მა­მას­თან ატა­რებ­დნენ. "ვერ შე­ე­გუა ოჯა­ხი. ვერც მარ­ტო ვერ ვარ, უმე­ტე­სად იქ არი­ან ჩემი შვი­ლე­ბი. არ გა­მო­მი­ვი­და გაქ­ცე­ვა. მეც ჩა­მოვ­დი­ვარ და ისი­ნიც ჩა­მო­დი­ან. ან სად შე­იძ­ლე­ბა გა­ექ­ცე 6 შვილს? მარ­ტო ყოფ­ნა მიყ­ვარს, რად­გან ბევ­რს ვწერ. ერ­თაწ­მინ­და­ში ყოფ­ნა ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა არამ­ხო­ლოდ წიგ­ნის გა­მო­ცე­მა­ში, ლექ­სე­ბის წე­რა­შიც. უკე­თე­სად ვლო­ცუ­ლობ. ხში­რად სა­კუ­თა­რუ თა­ვის­გა­ნაც გავ­დი­ვარ. არ მიყ­ვარს ერ­თი­და­ი­გი­ვე სი­ტუ­ა­ცია. ნინო (მე­უღ­ლე) ჩემ­ზე ძლი­ე­რია, პე­და­გო­გია და ხმა­ურს მიჩ­ვე­უ­ლია სკო­ლა­შიც სახ­ლშიც. მე ბავ­შვე­ბის ჭი­ჭყინს დი­დად ვერ ვი­ტან, ვიღ­ლე­ბი, ფსი­ქი­კა ად­ვი­ლად მეღ­ლე­ბა და მერე ვე­რა­ფერს ვა­კე­თებ, ძა­ლი­ან რთუ­ლია მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯახ­ში სიმ­შვი­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნო. მყავს 2 გო­გო­ნა და 4 ბიჭი" - ამ­ბობს პეტ­რე კოლ­ხი "ფა­რულ კონ­ვერ­ტში" სა­უბ­რი­სას.

კომენტარი