სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქუთაისში გოლიათი ბავშვი დაიბადა, რომელიც 5 კილოგრამსა და 100 გრამს იწონის

“კლინიკა ბომონდში” მორიგი “გოლიათი” დაიბადა.
პატარა მოსე ორსულობის 36 კვირის ვადაზე, 5 კილოგრამი და 100 გრამი გაჩნდა.
“მინდა ხმამაღლა განვაცხადო: მეან-გინეკოლოგი ირინა უგლოვა ჩემი გმირია, უღრმესი მადლობა მას.
ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო კლინიკის ახალშობილთა განყოფილების გამგეს, ფატი კალატოზიშვილს. მინდა მადლობა გადავუხადო კლინიკის ყველა თანმშრომელს, ინტენსიურის განყოფილებას, მელოგინეებს, ფიზიოლოგიის გოგონებს.
ყველას უღრმესი მადლობა.
“ბომონდის” კლინიკას საუკეთესო თანამშრომლობა აქვთ. საუკეთესო გუნდი ყავს. თქვენით ძალიან მეამაყება,”-ასეთია პატარა მოსეს დედის ემოციები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100