"ჩემი ინფორმაციით, ღარიბაშვილს კუჭავა ჩაანაცვლებს" - ნახეთ, რა ინფორმაციას ავრცელებს ელისო კილაძე

პრემიერმინისტრის პოსტზე ღარიბაშვილს, ჩემი ინფორმაციით, კახა კუჭავა ჩაანაცვლებს - ამის შესახებ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებელმა, ელისო კილაძემ "მთავარი არხის" გადაცემა, "დღის სტუმარში" ისაუბრა.

ელისო კილაძე ამბობს, რომ საკადრო ცვლილებები სამთავრობო გუნდში შესაძლოა, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე განხორციელდეს.

"ჩემი ინფორმაციით, იგეგმება სამთავრობო ცვლილებები შექმნილი კრიზისის გადასაფარად. ვიღაცას ხომ უნდა დაბრალდეს ის, რაც შეიქმნა ქვეყანაში და უარყოფითი მუხტი, რამაც საზოგადოება ესე გამოაღვიძა. პრემიერმინისტრის პოსტზე ღარიბაშვილს, ჩემი ინფორმაციით, კახა კუჭავა ჩაანაცვლებს, შედარებით ზომიერი და დასავლეთისთვის ოდნავ მისაღები. შეიძლება დასცინოს (ივანიშვილმა) და შეიძლება სამიტამდეც",- თქვა ელისო კილაძემ.

ცნობისთვის, 15 დეკემბერს ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი გაიმართება. ღარიბაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ამ სამიტზე მონაწილეობას მიიღებს.

კომენტარი